დეველოპერული კომპანია "რენესანსითი" 2012 წლიდან ოპერირებს სამშენებლო ბაზარზე, მცირე სართულის მქონე საცხოვრებელი კომპლექსების შენების გამოცდილებით. მშენებლობა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიების, სააფთიაქო ქსელ "გლუკოზას“ და სუპერმარკეტების ქსელ "ბილიონის“ მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნული კომპანიები უკვე მრავალი წელია წარმატებით ოპერირებენ ბათუმის ბაზარზე. კომპლექსის მშენებლობისას, უდიდეს ყურადღებას ვუთმობთ მშენებლობის ხარისხს, რომელზედაც პასუხისმგებელი მშენებელთა პროფესიონალი და გამოცდილი გუნდია. ჩვენი დასრულებული პროექტია 19 სართულიანი კომფორტ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი "ლა ბათუმი ფამილია"
